შემთხვევა
ძლიერმა წვიმამ გორში მოძრაობა შეაფერხა
გორში უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. თითქმის ერთსაათიანი ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვარი წარმოიქმნა და მოძრაობა შეფერხდა.

,,ნალექი იმდენად ინტენსიური და უხვი იყო, რომ სანიაღვრე არხებმა ვეღარ შეძლო წყლის გატარება და რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვრები წარმოიქმნა. გუბერნიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ხდება თითოეულ ზარზე რეაგირება და ყველა იმ უბნის ადგილზე შემოწმება, სადაც ნიაღვარი დაფიქსირდა. საბედნიეროდ, საცხოვრებელი სახლები დატბორილი არ არის, რამდენიმე ლოკაციაზე შეფერხდა მოძრაობა, ერთ-ერთი რთული უბანია გორში, კომბინატის დასახლებაში ანწუხელიძის ქუჩის კვეთა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სასწრაფო დახმარების სამსახურის შენობა და გამოძახებები რომ არ შეფერხდეს, სასწრაფო დახმარების მანქანები ალტერნატიული გზით ისარგებლებენ", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

გორის რამდენიმე ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.