ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში მსხვერპლი მოჰყვა
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ
ქალაქის ცენტრში, პეტრიწის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "მაგნიტის" წინ მოხდა.
ინფორმაციას გურია ტვ. ავრცელებს
ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს
დაეჯახა, ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით
დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს,
რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.