ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ირანში ქალაქ დამავანდთან ახლოს, თეირანიდან დაახლოებით 55
კილომეტრში, ადგილობრივი დროით 00:48 საათზე 5.1 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყდნობით
მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მიწისძვრას სულ მცირე
1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 მოქალაქე, მათივე
ინფორმაციით, მიწისძვრა ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თეირანსა და
ახლომდებარე ქალაქებში იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკანური მთა დამავანდის სამხრეთით
დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს თურქეთ-ირანის საზღვართან
ახლოს მომხდარ 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 9 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა.