საზოგადოება
პენსიონერებს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ
70 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ბანკმა მთავრობასთან ერთად მიიღო.

„ლიბერთი ბანკის სახელით მინდა, მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.

რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო და იმის გამო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, „ლიბერთი ბანკმა“, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით.

ამ ეტაპზე ეს პროგრამა შეეხება ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით“,
– განაცხადა ვასილ ხოდელმა.

მისი თქმით, პროგრამის დეტალები და პენსიის წინასწარ ჩარიცხვის თარიღი ხვალ, 23 მარტს გახდება ცნობილი.

„როგორ მოხდება პენსიების ჩარიცხვა და როგორ უნდა ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით 70 და მეტი წლის ადამიანებმა ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მათი ბანკში მოსვლის საჭიროება, ამის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი ორშაბათს, 23 მარტს.

ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღისა და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ.

ჩვენ ვიაზრებთ და ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ინფორმაციის მიტანაში და არა მარტო იმ ადამიანებთან, ვისაც ეს პროგრამა ეხება.

ახლა დროა, რომ გავერთიანდეთ ყველა, და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე, რისთვისაც, ლიბერთის მთელი გუნდი, განსაკუთრებით წინა ხაზზე მომუშავე ჩვენი გოგოები და ბიჭები, მთელი გულით ვემსახურებით საქართველოს და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ბანკში მოსვლის საჭიროება.

მთავარია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ ჩვენ, ერთად აუცილებლად გავუმკლავდებით შექმნილ ვითარებას“,
– განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.