კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის 15 წლის მოზარდია
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი
პაციენტი ახალ კლასტერს წარმოადგენს და ისინი ამერიკიდან არიან
ჩამოსულები.
მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტები საშუალო ასაკის არიან და ერთი
შედარებით ახალგაზრდა, 15 წლის მოზარდია. კლინიკაში გადმოყვანამდე
ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
„ჩვენს კლინიკაში გამოვლინდა 4 ახალი ინფიცირებული და აჭარაში 3, მათ
შესახებ არაფერი არ ვიცი. რაც შეეხება 4 ახალ ინფიცირებულს, ეს არ
არის შიდა გადაცემა, ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ეს არის
ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა. მათი ზოგადი მდგომაროება ამ
დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და
დაენიშნებათ მკურნალობა. ახალი შემთხვევების კავშირები გამოიკვლევა,
ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან
ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია“ - განაცხადა მარინა
ენდელაძემ.