"მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები 1700-მდე გაიზარდა" - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის
ინფორმაციით, მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი
ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.
როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა საჭიროა მათი გამოკვლევა
და შემდგომში იზოლაცია.
“ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ
ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით არის 1700-მდე უკვე იმ 90
კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში
იზოლაცია საჭირო”- განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა
კრიტიკულია. ის ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა,
რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების გარდა, უცხო ქვეყნიდან
ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.