22 მარტს, მართლმადიდებლური სამყარო, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს
და და 40 სებასტიენ მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს.
საღვთო ლიტურგია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყველა მოქმედ
ტაძარში აღევლინა.
როგორც საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა დიმიტრიმ ტელეკომპანია
"ბორჯომთან" საუბრისას განაცხადა, მთავრობის რეკომენდაციის მიხედვით,
მრევლს შორის დაცული იყო დისტანცია.
"ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე
ლაზარეს ლოცვა-კურთხევით, მთავრობის დადგენილებით და ექიმების
რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში
დაცულია ნორმები და ამის მიხედვით, ყველა ტაძარში მრევლს შორის
დაცული იყო დისტანცია. ნაწილი იყო ტაძარში, ნაწილი კი ეზოში
იცდიდა" - მამა დიმიტრი.
რაც შეეხება ზიარების წესს. შეგახსენებთ, საპატრიარქოში სინოდის
სხდომა 20 მარტს გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ახალ
კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და
პრევენციული ღონისძიებები იყო. იმ დღეს, მაღალი იერარქიის სასულიერო
პირებმა წმინდა ზიარების წესი უცვლელი დატოვეს.
გუშინ, 21 მარტს კი შექმნილი მდგომარეობის გამო, საქართველოს
მთავრობამ ქვეყანაში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა
გამოაცხადა. დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის
აკრძალვის შესახებ ბრძანება, რომელიც საქართველოში საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესდა, მხოლოდ ისეთ ოფისებს
ეხება, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტულ სერვისებს აწვდის.
„აკრძალვა არ ეხება ოფისების თანამშრომლებს, საოფისე
პერსონალს, ეს შეეხება ისეთ დაწესებულებებს, რომელიც მოქალაქეებზე
გასცემს კონკრეტულ სერვისებს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოს
უზრუნველყოფილი, რომ დახურულ ტერიტორიაზე შეუშვან მხოლოდ 10 მოქალაქე,
დანარჩენების რიგში დგომა კი შესაბამისი დისტანციის დაცვით
მოხდეს“ - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.