საკარანტინე სივრცეები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზეც მოეწყობა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო - გამშვებ
პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო - გამშვებ
პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს
დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს
უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“ - განაცხადა ირაკლი
ჩიქოვანმა.