ახალი ამბები
საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს. მინისტრის განცხადებით, ბილეთები ფასიანი იქნება, თუმცა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი.

„დღესდღეობით სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა მიდის ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცენდენტო ზომებზე, განსაკუთრებით იმ ბიზნესების, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტურიზმი და ჩვენ დავეხმარეთ 1-მილიონიანი პაკეტით, ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ავიაცია და ზოგადად, გლობალური ავიაცია, ეს არ ეხება მარტო ქართულ კომპანიებს. ჩვენ აბსოლუტურად შეთანხმებული და ერთიანები ვართ იმ საკითხებში, სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას გართულებული კომუნიკაციების პერიოდში. ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ რაიმე სხვა დახმარება, ამისთვის გავწევთ. ეს არის სუბსიდია და დახმარება არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით. მაგრამ მე მინდა განვმარტო მექანიზმი - აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, აქ საუბარია კომერციულ რეისებზე, იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი. ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და ისინი გამოაკლდნენ პოტენციურ მგზავრებს. მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა კომერციულად მდგრადი იყოს, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე გეტყვით, რომ შევთანხმდით და ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკას იწვევდა, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“ - განაცხადა თურნავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.