ახალი ამბები
ევროპიდან დაბრუნებული კაცი სამარშრუტო ტაქსიდან გაიქცა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ერთ-ერთი მგზავრი, ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული კაცი გაიქცა - ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელთან საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ 4 დღის წინ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია თვითიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა. ამან სხვა მგზავრების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია და ერთ-ერთმა მათგანმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცი მიკროავტობუსიდან გაიქცა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარი გიუნაშვილის თქმით, მისი ადგილსამყოფელის დადგენას პოლიცია ცდილობს.

,,მომხდარ ფაქტზე ეცნობა პოლიციას. სხვა მგზავრებმა აღნიშნული პირის სატელეფონო საუბრის შინაარსიდან შეიტყვეს, რომ კაცი რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო პოლონეთიდან, ექვემდებარებოდა შიდაიზოლაციას, თუმცა, ეს რეკომენდაცია დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დასავლეთ საქართველოსკენ გადაადგილდებოდა. მიკროავტობუსის მძღოლს და ყველა მგზავრს მივეცით შიდაიზოლაციის რეკომენდაცია, გაქცეულს მგზავრს კი, დაკავების შემდეგ კარანტინში გადავიყვანთ““, - განაცხადა გიუნაშვილმა.

ჯერ უცნობია დააკავეს თუ არა აღნიშნული პირი.შსს ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარჰყოფს და აცხადებს, რომ ფაქტზე კომენტარი მოგვიანებით ბრიფინგზე გაკეთდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.