ბორჯომში, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში დღეიდან დეზინფექცია დაიწყო.
სამუშაოები ჩატარდა ქალაქის მასშტაბით 11 ეკლესია-მონასტერში.
მომდევნო 2 დღის განმავლობაში ყველა ტაძარში დასრულდება სადეზინფექციო
სამუშაოები.
"ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის მეუფე ლაზარეს
ლოცვა-კურთხევით, დღეს ჩატარდა 11 ტაძარში დეზინფექცია. 2-3 დღეში სულ
დასრულდება სამუშაოები. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში სულ 46
ეკლესია-მონასტერია" - განაცხადა ტელეკომპანია
"ბორჯომთან" საუბრისას, საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა დიმიტრიმ.