ბორჯომში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
ბორჯომიდან დედაქალაქის და რეგიონების მიმართულების სამარშრუტო
ტაქსები ისევ ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ - ამის შესახებ ინფორმაციას
ტელეკომპანია "ბორჯომს", ბორჯომის ავტოსადგურში უდასტურებენ.
დისპეჩერის ჯუმბერ ხიჯაკაძის თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
მუშაობას მომდევნო დღეებშიც უცვლელად აგრძელებს.
"ბორჯომის ავტოსადგურიდან ყველა მიმართულებით,
ჩვეულებრივად გავა სამარშრუტო ტაქსები. არანაირი შეზღუდვა ან
მოძრაობის შეჩერება არ არის დაწესებული, ვაგრძელებთ მუშაობას
ჩვეულებრივად"
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 18 მარტიდან, სამარშრუტო
ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი
გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ შესაბამისი
გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.