დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა დროებით აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა
ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. ამის
შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით
გაავრცელა.
ტრამპის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში
შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა
ძალაში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ
მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ის ტვირთების გადატანას არ
შეეხება.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა
ქვეყნისა და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე
დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას.
შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს”, - დაწერა აშშ-ის
პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვირუსთან ბრძოლის კუთხით
სიფრთხილის ისეთი ზომების მიღება ვერ შეძლო, როგორიც აშშ-მ
განახორციელა.