ახალი ამბები
ასპინძაში 18 წლის ახალგაზრდას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ასპინძაში, იტალიიდან დაბრუნებული 18 წლის ახალგაზრდას, რომელიც ტემპერატურითა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ ასპინძაში, შემდეგ კი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, COVID - 19 არ დაუდასტურდა.ამის შესახებ,ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.
თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე იტალიიდან ასპინძაში დაბრუნებული ორი ქალი, თუმცა საეჭვო ნიშნები არც მათ უფიქსირდებათ.

ასპინძის მერიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა თბილისის სადეზინფექციო ორგანიზაციასთან. ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,სანიტარი" 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობის დეზინფექციას მოახდენს.

ასპინძაში სადეზინფექციო სამუშოები მეორე ეტაპზე გადავიდა. ერთხელ უკვე ჩატარდა სკოლებში, ბაღებში, მერიის დაქვემდებარებულ შენობებსა და იმ ტრანსპორტში, რომლითაც სკოლის ბავშვები მოძრაობენ.

ასპინძის მერის განცხადებით, 4 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა, სადაც სოფლის რწმუნებულებს, დეპუტატებს, სოფლის ექიმებსა და ექთნებს ყველა შემომსვლელი თუ ადგილობრივი პირის მონიტორინგი დაევალათ - ,,ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული პირი მოწმდება და არა მხოლოდ რისკქვეყნების".

როსტომ მაგრაქველიძის განცხადებით, მეორე კვირაა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია, მათ შორის კარწახის საბაჟოც.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.