ახალი ამბები
უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ
„იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებთან,საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ" -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

შეიქმნა სპეციალური ელ.მისამართი და გავრცელდა განცხადება, სადაც საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები.

"დღევანდელი მდგომარეობით,შემიძლია გითხრათ,რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა საკონსულო სამსახურმა,საელჩომ. ამ ეტაპზე გვყავს 95 ადამიანი, მაგრამ მონაცემები იცვლება, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ელ.მისამართზე,მოხდა დაკავშირება ამ ადამიანებთან,მათ ესაუბრნენ საელჩოს თანამშრომლები და შესაბამისად ამ ადამიანების ჩამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში"-განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას. საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყურადღებას მიაქცევს და მიხედავს.

“ერთი თხოვნა მაქვს და მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ და ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იქ რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს, რომ მათ არ მიხედავს სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შექმნილი იმეილის მისამართი,რომელზეც ეს ადამიანები აგზავნიან თავის მონაცემებს. როგორც კი მონაცემებს იღებს საელჩო, მათ უკან ეგზავნებათ შეტყობინება, რომ მონაცემები არის მიღებული და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათთან მოხდება კომუნიკაცია. დღევანდელ დღეს, 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, 95-ვე ადამინი არის კონტროლის ქვეშ. მომავალში, თუ ვინმე დააპირებს დარეკვას და გამოგზავნის ინფორმაციას ჩვენს იმეილზე, იყავით დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსულო და საელჩო იტალიაში, დაგიკავშირდებათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას“, -განაცხადა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მყოფი ის მოქალაქეები, ვინც იტალიასთან რეისების გაუქმების გამო ვეღარ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ბილეთები ჰქონდა შეძენილი მომდევნო ორ კვირაზე, მათ წამოყვანას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.​
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.