ჩეხეთში კარანტინის რეჟიმის დამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, კარანტინის
რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პირს 120 ათასამდე ევროს ოდენობის
ჯარიმა დაეკისრება. ამის შესახებ ინფორმაციას Czech Radio ავრცელებს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, იტალიიდან დაბრუნებულმა
ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა იტალიაში ყოფნის შესახებ უნდა
შეატყობინონ მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს მათი ორი
კვირით კარანტინში მოთავსების შესახებ.
„დღეს გადავწყვიტეთ ახალი საგანგებო ზომები მიგვეღო კორონავირუსის
გავრცელებასთან დაკავშირებით. ვინც ხვალიდან იტალიიდან დაბრუნდება,
ვალდებულია მკურნალ ექიმს დაუკავშირდეს. ქვეყანაში კორონავირუსით
დაინფიცირებულთა უმეტესობა იტალიაში არის ნამყოფი. ექიმები
ვალდებულები არიან, გადაწყვეტილება მიიღონ მათი იზოლაციის შესახებ.
კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა სამ მილიონ კრონამდე
იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ
საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.