ახალი ამბები
მოძალადე პირებზე ელექტრონული ზედამხედველობა სამაჯურით განხორციელდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას განახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა. ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლს და მოძალადე პირს სპეციალურ ელექტრო სამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას უწყებას სიგნალს გადასცემს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს მყისიერი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს შეამცირებს.

„იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკვებელი ორდერის გაცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მოძალადეებზე ელექტრონულ ზედამხედველობას. იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის, შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. ელექტორნული მონიტორინგი ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას გულისხმობს. იქნება ორი მოწყობილობა ერთი, რომელიც მსხვერპლს დაუმაგრდება, ხოლო მეორე - მოძალადეს. დამაგრების შემდეგ შესაბამისი მოწყობილობა მსხვერპლთან გარკვეულ პერიმეტრში როგორც უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს გადასცემს სიგნალს შსს-ში. შემოსული შეტყობინება საშუალებას მოგვცემს, რომ მყისიერად მოხდეს რეაგირება. მოწყობილობის დამაგრების ვადა შემაკავებელი ორდერის ვადას უკავშირდება და განისაზღვრება ერთი თვით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სამომავლოდ შეამცირებს ქალთა მიმართ ძალადობას და ასევე ოჯახურ ძალადობას” -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.