"ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ" - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ
ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია
ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან
გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე
ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები
და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ
შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაადგილება და საქართველოში სხვა გზებით
დაბრუნება, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს.
ამ ეტაპისთვის ვიცით, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ
იზოლაციას. სხვა შემთხვევაში პაციენტების გაფანტვა მოხდება
სხვადასსხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც
მენეჯმენტს მნიშვნელოვნდ გაართულებს"- განაცხადა ტიკარაძემ.