6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25
გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22
გრადუსამდე მოიმატებს.