ახალი ამბები
Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს
კორონავირუსის გავრცელების გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა.

„COVID-19-ის გავრცელებისა და საქართველოს აეროპორტების თხოვნით, ჩვენ ვწყვეტთ იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების ნაწილს. ყველა მომხმარებელს, ვისაც აღნიშნული ცვლილება შეეხება, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა შეთავაზებით მგზავრობის თანხის სრულად ანაზღაურების ან მგზავროვის თარიღის შეცვლის შესახებ“,-ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ryanair-ის ინფორმაციით, მილანი-თბილისის მიმართულებაზე ფრენები 7 მარტამდე შესრულდება და 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი ფრენების რაოდენობა 2-მდე შემცირდება.

ბოლონიიდან-ქუთაისის რეისები 7 მარტამდე შესრულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი შეწყდება.

გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს ფრენებზე იტალიიდან იორდანიის, ისრაელის, ჩეხეთისა და მონტენეგროს მიმართულებითაც.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.