საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ
დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის
რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის
გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა
საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი
5 მარტს დადასტურდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები
საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს
მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი
გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ
საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.