საზოგადოება
ნიკო ფიროსმანის "სააღდგომო ბატკანი" მესაკუთრეს დაუბრუნდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ოჯახს 2011 წელს ჩამორთმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფიროსმანის ტილო დაუბრუნდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული სურათი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მფლობელობიდან გამოითხოვება და მოსარჩელე ნ. ა.-ს გადაეცემა.

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მამამ დ.ა.-მ 2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართა და წარდგენილ ნიმუშზე ნიკო ფიროსმანაშვილის ,,სააღდგომო ბატკანი“, შესაბამისობის დადასტურება და დასკვნის გაცემა მოითხოვა. სამინისტროში წარდგენილ ნიმუშს თან ერთვოდა ანტიკვარული სალონის დირექტორის მ.შ.-ს მიერ გაცემული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2010 წელს ოჯახს მინისტრ ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით წერილობითი პასუხი დაუბრუნდა, რომ ,,სააღდგომო ბატკანი“ არ მიეკუთვნებოდა ფიროსმანის შემოქმედებას, თუმცა მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე და ბრალი წარედგინა, როგორც დ.ა.-ს (მოსაჩელის მამა) ასევე, ანტიკვარული სალონის დირექტორს მ.შ.-ს. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, კი ფერწერული სურათი „ბატკანი“ სავარაუდოდ ნ. ფიროსმანაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში გახლდათ. 2012 წლის 5 ივნისს ბრალდებულ მ. შ.-სთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ფიროსმანის სურათი გადაეცა სახელმწიფოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ტილო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 30 ოქტომბერის განაჩენით, გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი მ.შ.-ს უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტების საფუძველზე, გააუქმა 2012 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო. სისხლის სამართლის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლომ სარჩელის განხილვისას, მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოსარჩელე ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმი არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.