"ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი იმყოფება" - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას
ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 31 პაციენტი
იმყოფება, 8 ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი კი ლუგარის
ლაბორატორიაში გაგზავნილი შესაბამისი კვლევისთვის.
„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 პაციენტი, დღეს დილას აღებულ
იქნა 11 პაციებტის ცხვირ-ხახის ნაცხი ვირუსის ტესტირებაზე.
თერთმეტივეს პასუხი მოვიდა უარყოფითი. ახლა ამ პაციენტებთან ხდება
მათი გამოკითხვა ზოგადად საინკუბაციო პერიოდების შეფასება. ალბათ,
შესაბამისად არსებული მონაცემებით, ეს პაციენტები საკარანტინო ზონაში
გადაინაცვლებენ. დღის განმავლობაში შემოვიდნენ პაციენტები და 8 ახალი
პაციენტის ცხვირ- ხახის ნაცხი წაღებულია ლუგარის ლაბორატორიაში
ტესტირებისთვის, რომელიც დღეს ან გვიან დამთავრდება ან ხვალ დილისთვის
იქნება პასუხები“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა,
რომელთაც კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდათ, სტაბილურია. ეზუგბაიას
თქმით, მათთვის ჩატარებულმა განმეორებითმა ანალიზმა კვლავ აჩვენა
ვირუსის არსებობა.
„ჩვენი სამი დადასტურებული შემთხვევის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს
დილიდან საღამომდე მათი მდგომარეობა არ შეცვლილა. მათთვის მეორე ჯერზე
ჩატარებულ ტესტირებაზე ჯერჯერობით პასუხი დადებითია. ეტაპობრივად
ტარდება განმეორებითი ტესტირება, ეს პაციენტები სხვადასხვა დროს არიან
შემოსულები, ამიტომ მათ სხვადასხვა პერიოდში უწევთ განმეორებითი
ტესტირების გავლა. დღეს განმეორებით ორ პაციენტს ჩაუტარდა და კვლავ
დადებითია, 2 დღის წინ ჩაუტარდა პირველ პაციენტს, მასთანაც დადებითი
იყო. ასე გაგრძელდება შესაბამისი კრიტერიუმებით გათვლილი დღეების
მიხედვით განმეორებითი ტესტირებები , “- განაცხადა მარინა
ეზუგბაიამ
შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა
2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს
მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით
ირანიდან.კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს
დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს
დაუდგინდა.კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს
დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში
იმყოფებოდა.
სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში,
ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.