ქორწინების ოქროს ბეჭედი 33%-ით გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე
- ფასი 33.84%-ით გაიზარდა.
999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.60 ლარია, მაშინ როცა
გასული წლის თებერვლის მდგომარეობით, 115 ლარი ღირდა.
რაც შეეხება სხვა სინჯის ოქროებს, პლატფორმის თანახმად, დღეის
მდგომარეობით, 375 სინჯის ოქრო 43.39 ლარი ღირს, მაშინ როცა წინა წლის
თებერვალში მისი საშუალო ფასი - 43 ლარი იყო; 500 სინჯის ფასი -
57.86-ია, 2019 წლის თებერვალში კი - 57 იყო; 583 სინჯის გრამი ოქროს
ფასი - 67.46 ლარია, 2019 წლის ამავე პერიოდში კი - 67 ლარი ღირდა;
750 სინჯის ღირებულება დღეის მდგომარეობით - 86.79 ლარია, 2019 წლის
თებერვალში კი მისი ფასი - 86 ლარი იყო; 900 სინჯის ოქროს ფასი 1
გრამზე - 104.15 ლარია, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში -
104 ღირდა; ხოლო 958 სინჯის ოქრო - 110.86 ლარი ღირს, წინა წლის
თებერვლის მდგომარეობით კი მისი ფასი - 110 ლარი იყო.