ახალი ამბები
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ქალაქ ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა სამ მარტს, საღამოს მოხდა. მეპატრონე ამბობს, რომ ჯერ რ იცის, რა არის წაღებული მისი სახლიდან. ინფორმაციას ამის შესახებ, ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.

„რკინის კარი დაკეტილი დავტოვე, მე თბილისში ვიყავი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, სახლში არავინ იყო. რომ მოვედი კარები გატეხილი დამხვდა, სახლში ყველაფერი არეული იყო. პოლიცია გამოვიძახეთ, ეძებენ ეჭვმიტანილებს, როგორც ვიცი არავინ დაუკავებიათ“. გვითხრა აშოტ კავალერიანმა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს. ჰყავს თუ არა პოლიციას მომხდარში მხილებული პირები და დაკავეს თუ არა ისინი - ამაზე უწყებაში არ საუბრობენ
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.