"კორონავირუსი იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი" - ტედროს გებრეიესუსი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი
აცხადებს, რომ კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 უფრო
მომაკვდინებელია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი, თუმცა მისი გავრცელება
უფრო დაბალია.
„რომ შევაჯამოთ, COVID-19 უფრო ნაკლებად ეფექტურად ვრცელდება, ვიდრე
გრიპი. ის იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი და ჯერ არ გვაქვს
არც რაიმე ვაქცინა და არც თერაპია. მისი შეჩერება
შესაძლებელია“-აცხადებს გაბრეიესუსი.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე
გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი -
50 949.
ვირუსის გავრცელების ტემპმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში, სადაც ბოლო 24
საათის განმავლობაში 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში
ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 20 იანვრის შემდეგ.