დღეს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ
დღეს, 4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს
მოუსმენენ.სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს
საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მოსმენა
საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა,
პრეზიდენტის ყოველწლიური ანაგრიშის მოსმენა ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. არჩილ თალაკვაძემ იმედი
გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იქნება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში,
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, როგორც წესი, პლენარული
სხდომების პირველ დღეებში ხდება.