შსს-მ 6,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
09:50 / 04.03.2020
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765
საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა,
რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით 6 მილიონ
ნახევარი ლარია.
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული
ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე
სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და
უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული
ნარკოტიკული საშუალებები: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო
და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი "ჰეროინი", 981 აბი
"სუბუტექსი", 630 აბი "კოდეინი", 448 აბი და 5,46 გრამი "მდმა", 262
კაფსულა და 25 გრამი "პრეგაბალინი", 218 აბი და 16 გრამი "ტრამადოლი",
133 აბი "ამფეტამინი", 5 ამპულა "მორფინის ჰიდროქლორიდი", 53 გრამი
"მეტადონი", 4,5 გრამი "მორფინი" და 36 გრამი კანაფის ფისი.
სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან
საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს
განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით,
ეტაპობრივად ანადგურებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.