კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ბანკი 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს
მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის
გამოყოფას გეგმავს. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დახმარების მიზანია
ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში
წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ
მიმართულებით კერძო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრიორიტეტი განვითარებად ქვეყნებს
მიენიჭება. მათივე განმარტებით, პრიორიტეტული იქნება ის ქვეყნებიც,
სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.
ფინანსური პაკეტი მოიცავს დაბალპროცენტიან სესხებს, გრანტებსა და
ტექნიკურ დახმარებას.