ახალი ამბები
არასრულწლოვნებს გარკვეულ ვებ-გვერდებზე წვდომა შეეზღუდებათ
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, კომისია განახორციელებს ინტერნეტგვერდების მონიტორინგს საკუთარი ინიციატივით, შერჩევითად ან/და შემოსული განცხადების საფუძველზე.

დებულებით განისაზღვრება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები, მათ შორის, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლების და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებები.

დადგენილების თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით.

„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი ვალდებულია გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56​2 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის კატეგორიების დასადგენად და მიანიჭოს ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება. შემდეგი სპეციალური შემზღუდავი ნიშანი უნდა გამოისახოს ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ინფორმაციაზე:

ა) 18 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;
ბ) 15 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის;
გ) 12 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;
დ) 7 წრეში - როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის,“-ვკითხულობთ დებულებაში.

დოკუმენტის თანახმად, დადგენილება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.