საქართველოდან კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული
23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში იყო შესული გამოსაკვლევად
სხვადასხვა საავადმყოფოდან - ძირითადად ცენტრალური ინფექციური
საავადმყოფოდან, ასევე ქუთაისის და ბათუმის ერთი შემთხვევა და ყველა
ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად დამატებით შესულია 6 ნიმუში და
კვლევა მიმდინარეობს“ - აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 3
შემთხვევაა დადასტურებული.