ჩამოწერილი ავტობუსები თბილისიდან რეგიონებში გაიგზავნება
თბილისის მერია ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქში სხვა
ავტობუსებით ჩაანაცვლა, რეგიონებში აგზავნის.
ავტობუსების გადაცემის მოთხოვნით მერიას 10-მა მუნიციპალიტეტმა
მიმართა, ხოლო ორს უკვე გადაეცა ჯამში 9 ავტობუსი.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მერიაში ახადებენ, რომ პასუხი მათ
მას შემდეგ ეცნობებათ, რაც თბილისში ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი
სრულად დამთავრდება.