ახალქალაქი-კარწახის გზაზე აკრძალული მოძრაობა ახლახან აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო
გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ დროსითვის, საერთაშორისო
მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.