მდინარე ფარავანი ადიდდება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
24 თებერვალს, 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის
დაცლასთან დაკავშირებით აუზის ფარები გაიხსნება, რაც სოფელ
ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას
გამოიწვევს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურიდან აცხადებს.
უწყება მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და
მოლაშქრეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.
"მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ,
რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება
სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას,
მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ
დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოთხი დღის
განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის
მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები. შექმნილ ვითარებასთან
დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და
ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური", - აღნიშნულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში