იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა,
დაინფიცირებულების რაოდენობა კი 150-ს აღწევს, - ამის შესახებ
ინფორმაციას "როიტერსი" ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით
ავრცელებს.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო იმის გარკვევას ცდილობს, თუ როგორ
დაიწყო ქვეყენაში ვირუსის გავრცელება.
ხელისუფლებამ ვენეციის ცნობილი კარნავალისა და ყველა სპორტული
ღონისძიების პირველ მარტამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს
რეგიონებში კარანტინია გამოაცხადებული, 50 000-მდე ადამიანს
სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქების დატოვების უფლება არ აქვს.