42 წელია მე ვარ სამიზნედ, ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს - პატრიარქი
ხალხის თანადგომა რომ არ იყოს მე
ვერ გავუძლებდი, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, ღმერთი მიცავს,
ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას რომ გავუძლოთ - ამის შესახებ
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და
ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე
განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას
ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი
უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.
21 თებერვალს საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს თიანეთისა და
ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის
წარმომადგენლები ეწვივნენ, მათ შორის იყო თიანეთის მერი თამაზ
მეჭიაურიც. სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით
თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.