ინდოეთში გეოლოგებმა 3 ათასი ტონა ოქრო იპოვეს
ინდოეთში გეოლოგებმა დიდი
რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ
აღემატება.
ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 ათას ტონა ოქროს უტარ-პრადეშის შტატში,
სონბჰადრას ოლქში მიაკვლიეს. ნაპოვნი ოქროს ღირებულება 12 ტრილიონ
რუპიას აღემატება.
გეოლოგიური სამუშაოები სონბჰადრაში 1992 წლიდან ტარდება.