21 თებერვალს ბორჯომის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
ბორჯომში ბუნებრივი აირის შეწყვეტის
შესახებ განცხადებას კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.
გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 21
თებერვლის დილის 11:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე
ბუნებრივი გაზის მიწოდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემდეგ
სოფლებს შეუწყდებათ:
რველი
ვარდგინეთი
ზანავი
კორტანეთი
ასევე 11:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის
მიწოდება შეწყვეტილი ექნება:
ქალაქ ბორჯომში ნინოშვილის 1ა-ს, შანიძის N3, 5-ს, თორის პირველ
შესახვევს.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე,
ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი
დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში
იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ
გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ
ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.