უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ
გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც
ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე
წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა
მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე
დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი
ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,-
განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია
იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის გერმანიაში
საქართველოს ელჩად ინიშნება.