ახალი ამბები
"facebook" ყოველდღიურად მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს“ ბლოკავს
კორპორაცია „ფეისბუქი“ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს სოციალურ ქსელში კონტენტის უსაფრთხოების შესამოწმებლად. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ კორპორაციის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მას კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტი გაცილებით მეტია „ფეისბუქის“ შემოსავლებზე, როდესაც ის ბირჟაზე გამოვიდა 2012 წელს.

კორპორაციის მეთაურის თქმით, კომპანიის გუნდი და მის მიერ შემუშავებული ავტომატიზირებული საპროგრამო უზრუნველყოფა ყოველდღიურად, მილიონზე მეტ ყალბ „ექაუნთს“ ბლოკავს, რომელთა შორის უმეტესი მათგანის აღმოჩენა ხდება მათი დარეგისტრირებიდან რამდენიმე წუთში.

ცუკერბერგის განცხადებით, 35 ათასი სპეციალისტი აანალიზებს პოსტების შინაარსს და კონტენტის უსაფრთხოებით არიან დაკავებული.

მარკ ცუკერბერგის თქმით, ამჯერად, კორპორაცია გაცილებით უკეთესად არის მომზადებული და არ დაუშვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე სახის ჩარევას.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.