"შოთაძის მეორედ დანიშვნა არის საზოგადოების შეურაცხყოფა"- სერგო რატიანი
შოთაძის მეორედ დანიშვნა არის, საზოგადოების შეურაცხყოფა -ამის
შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.
რატიანის თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ისინი
შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას გააპროტესტებენ.
„ირაკლია შოთაძე არის დამნაშავე, რომელმაც ბევრ საქმეში გამოიჩინა
თავი, როგორც პოლიტიკურმა მდევარმა, როდესაც პროკურორი იყო.
ამასთანავე ხორავას ქუჩასთან დაკავშირებით ის არის დამნაშავე, როდესაც
ხელს აფარებდა მკვლელებს და შემდეგ დამნაშავე პროკურორებს და მისი
მეორედ დანიშვნა არის, შეურაცხყოფა საზოგადოების, რომელმაც გადააყენა
ის. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, ხვალ შესვლას არ
ვაპირებთ სხდომაზე და გავაპროტესტებთ ამ დანიშვნას. პარალელურად,
კვირის განმავლობაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით იქნება აქციები“ -
განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოში მიმდინარე წლის 7 თებერვალს
გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს გენერალური პროკურორის
თანამდებობაზე, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აირჩიეს.
საბჭოს მიერ არჩეული შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად
გადაეგზავნება.