ახალი ამბები
სამხედროებისთვის ყოველთვიური დანამატის გაცემის წესი შეიცვალა
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი, რასაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმების გამო იღებენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან განსხვავებული წესით გაიცემა. ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ახალი ბრძანების მიხედვით, სამინისტროს სისტემის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 200-დან (ორასი) 800 (რვაასი) ლარამდე ოდენობით.“

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცვლილებამდე, დაჭრა-დასახიჩრების გამო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი გაიცემოდა იმ შემთხვევაში, თუ მათ ამ ტრავმის გამო კიდურ(ებ)ის ნებისმიერი დონის ამპუტაცია ჩაუტარდათ ან აღენიშნებოდათ თვალის ცალმხრივი/ორმხრივი ანოფთალმი/სიბრმავე, ასევე მაშინ, თუკი მიენიჭებოდათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მინისტრის ძველი ბრძანებით, ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური დანამატი 400 ლარს შეადგენდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.