საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა
სასამართლოზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
ნიკა მელიას მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მას პარლამენტში უფლებამოსილება
აღუდგება. ნიკა მელიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა მის წინააღმდეგ
პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
"ცხადზე უცხადესია , რომ გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვის გარეშე
პარლამენტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება და მიიღო
დადგენილება, რომლის მიღების უფლებაც მას არ ჰქონდა და დადგა ამ
სასამართლოს გამართვის აუცილებლობა. თავს ვერ დავდებ რა თქმა უნდა,
მაგრამ რაც აქ მოვისმინე მთელი ამ საათების განმავლობაში,
გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კონსტიტუციის სასარგებლოდ და არა
რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატის. არ მაქვს პარლამენტში დაბრუნების
სურვილი",- განაცხადა მელიამ
ცნობისთვის, ნიკა მელიამ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ვადაზე ადრე
უფლებამოსილების შეწყვეტას ასაჩივრებს.