"დააბრუნეთ ოკუპირებული ტერიტორიები" - თალაკვაძე მარია ზახაროვას
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის სპეციალურ
წარმომადგენელს მარია ზახაროვას პასუხობს და რუსეთს მოუწოდებს
გაიყვანონ საკუთარი ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
„ქალბატონ ზახაროვას და ასევე ადამიანებს, ვისაც ის წარმოადგენს,
მინდა ვუპასუხო - თუ მათი სიტყვები, საქართველო არის სუვერენული
სახელმწიფო არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ, პირველ
რიგში, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი
ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას
თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარია ზახაროვა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის
სხდომაზე საქართველოში რუსეთის დელეგაციის საკითხს გამოეხმაურა და
აღნიშნა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა
სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. მისი თქმით, ეს
ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ზახაროვას თქმით, რუსეთი
საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავისი
ინტერესებით.