ახალი ამბები
აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო მისივე სამეცნიერო საბჭო იქნება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერება.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის აბასთუმნის ობსერვატორიის ავტონომიურობის ხარისხს. სამინისტროს მისიაა რეორგანიზაციის პროცესში ხელი შეუწყოს ობსერვატორიის მთავარი მმართველი ორგანოს – სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონე ორგანო და პასუხისმგებელი ობსერვატორიის შემდგომ განვითარებაზე. სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშასა და როლს მსოფლიო მასშტაბით, რის საფუძველზეც მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა, მოდერნიზაცია და განვითარება აკადემიური მიმართულებით. ასევე, საბჭო წარმართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ იქნება მიმართული.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე პირველ ეტაპზე კონკურსები გამოცხადდება მთავარი მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად. საკონკურსო კომისია კი დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი მეცნიერებით, რომლებიც კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფენ.

აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.

შეხვედრის ბოლოს ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ობსერვატორიის განვითარება იქნება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.