დმანისში, სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ქალის
ცხედარი დილით იპოვეს, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი
დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.