ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე რეზოლუციის ჩავარდნას აფასებს
მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა აზიანებს არა "ქართულ ოცნებას" არამედ ქვეყანას - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას. მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის.

"მინდა გამოვეხმაურო ასოცირების კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც 5-ი 6-ის წინააღმდეგ ერთ -ერთი მიმდინარე დეკლარაცია არ იქნა მხარდაჭერილი. თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრობა" ცდილობდა, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით ტექსტში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. ეს თავის მხრივ,კომიტეტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს და 6-ი 5-ის წინააღმდეგ დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, "ნაციონალურ მოძრაობამ", რომელსაც შეეძლო მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება"- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს.

"ჩვენ გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც ასეთი საბოტაჟი მათი მხრიდან, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაშინ მაინც მივიღეთ.აქედან გამომდინარე, ეს მიმდინარე საკითხი საბედნიეროდ პრობლემას ვერ შექმნის და ამით ვერ გაიხარებს "ნაცმოძრაობა" და საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შემდეგ შეფასდება ქართული საზოგადოების მიერ. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. ეს იქნებ გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ, მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დააზიანონ. ამით არც "ქართული ოცნება" ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ, მაგრამ ისინი ასე იქცევიან"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.