ახალი ამბები
"დაზარალებული აცხადებს,რომ ლუდი წაისვა" - თემურ აბაზოვი
"თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო" - ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა. თემურ აბაზოვის ინფორმაციით, დაზარალებული მასზე განაწყენებული იყო, ვინაიდან სამსახურის თხოვნაზე უარი მიიღო. მისივე თქმით, შესაძლოა, ამით ვინმემ ისარგებლა და ეს კადრები დადგა.

„როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები ჩახედულები არ არიან, არ იციან როგორ მიმდინარეობდა პროცესები და რამდენი ადამიანი დაიკითხა, რომელთაგან არც ერთი არ აცხადებს იმას, რომ თეიმურაზ აბაზოვმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. 130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე რაიმე ტიპის დანაშაული მქონდა ჩადენილი. მხოლოდ ერთადერთი მოწმე აცხადებდა, რომ ვიყავი დამნაშავე და დარჩა ბოლომდე ერთადერთად რომელიც, მოვიდა, სამსახური მთხოვა, არც ენა არ იცოდა არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა, ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად” - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მარნეულის ყოფილმა მერმა მის და ბიძინა ივანიშვილის ნაცნობობაზეც ისაუბრა. აბაზოვის თქმით, არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც დანაშაული ჩადენილი არ აქვს, დაისაჯოს, ვინაიდან ვინმეს იცნობს.

,,არ შეიძლება ნებისმიერ თემას ყველა აკავშირებდეს ბიძინა ივანიშვილთან, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი თუ სიუჟეტში არ არის ნათქვამი ამას ეფექტი არ აქვს, არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი დაისაჯოს, ვინაიდან ვინმეს იცნობს.

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა, ჩემი ხმის ნიმუში აიღეს და ვიდეოს არ დაემთხვა, ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და არავინ არ ადასტურებს, რომ მე იქ ვიყავი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მე ამას მივესალმები“ - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.