შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2019 წლის სტატისტიკური
მონაცემები გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, გასული წლის განმავლობაში უცხოელის საქართველოდან
გაძევების 104 შემთხვევა დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 32 პირი, ვინც საქართველოდან
გააძევეს, აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 11-11 პირი - თურქეთისა და
ირანის მოქალაქეები; 8 - ინდოეთის, 7 - ნიგერიის, 6 - ერაყის, 5 -
ეგვიპტის, 4 - მაროკოს, 3 - სომხეთის; ხოლო 2-2 ანგოლისა და რუსეთის
მოქალაქეები იყვნენ.
სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაძევების კი 1-1 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს
ქვეყნებია - ეთიოპია, კოტ-დიუარი, ბანგლადეში, კონგო, ნეპალი,
პაკისტანი, ჰაიტი, კანადა, კენია, უზბეკეთი, უკრაინა, ბულგარეთი და
გამბია.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 50 გაძევებული
პირი 26-40 წლამდე იყო; 23 - 18 წლამდე; 16 გაძევებული პირი - 41-დან
65 წლამდე, ხოლო 15 - 18-დან -25-მდე ასაკის იყვნენ.