"ქართველი სტუდენტების დაფინანსება გაზარდეთ" - რუსეთის დუმა
უცხოეთის მოქალაქეებისთვის სწავლების კვოტა რუსეთის უმაღლეს
სასწავლებლებში, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, 2021-22 წლებში, ორჯერ - 30
ათასამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ საუბარია რუსეთის დუმის
მთავრობისადმი რეკომენდაციაში, რომელიც დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტში
გაიმართა.
ვარაუდობენ, რომ სტუდენტების კვოტა დსთ-დან, საქართველოდან,
ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 40-50 %-ს უნდა
შეადგენდეს.
დოკუმენტის თანახმად, დღეისთვის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე,
სტუდენტები 170 ქვეყნიდან სწავლობენ ყოველწლიური კვოტის ფარგლებში,
რაც 15 ათას ადამიანს შეადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, 15 ათასი
ადამიანის კვოტა „არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო როლსა და მის
ჰუმანიტარულ ძალას“.